ქალთა მხარდამჭერი პროგრამა ხელვაჩაურში

18 ოქტომბერი 2023, 21:31 671 ნახვა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ხელვაჩაურის მერიამ საპილოტე პროექტი შექმნა და გამარჯვებულებიც გამოავლინა. პროექტი „ქალთა ოთახს“ ეკუთვნის და მისი მიზანია სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობაა.  მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით დაფინანსების მიღების სურვილი ხელვაჩაურში მცხოვრება 15-მა ქალმა გამოთქვა, თუმცა მათგან კომისიამ 8 შეარჩია. პროექტის ბიუჯეტი 15 ათასი ლარია, რაც მერის თქმით სამომავლოდ გაიზრდება. გაიზრდება ასევე პროექტების რაოდენობა. ქალები, რომლებსაც მერია ეხმარება აცხადებენ, რომ  მსგავსი პროექტები  ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შუწყობს ხელს და ასევე  სოფლებიდან მიგრაციის პროცესს შეაჩერებეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში