იერუსალიმის ეკლესიების წინამძღვრების ერთობლივი განცხადება

19 ოქტომბერი 2023, 10:10 522 ნახვა

იერუსალიმის ეკლესიების წინამძღვრებმა  ღაზის საავადმყოფოში აფეთქებას საშინელი და გამანადგურებელი ხოცვა-ჟლეტა უწოდეს და  კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის დასრულება მოითხოვეს.

იერუსალიმის ანგლიკანური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ჰოსამ ნაუმიმ, რომელიც სათავეში უდგას  იერუსალიმის საეპისკოპოსო ეპარქიას, აცხადებს, რომ ხალხისთვის თავშესაფრის მიზნით საავადმყოფოები და ეკლესიები რეგიონში  ღია  დარჩება.

არქიეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ აფეთქებამდე ღაზის საავადმყოფომ ევაკუაციის შესახებ ისრაელისგან  სამი გაფრთხილება მიიღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ეს გაფრთხილებები პირდაპირ კავშირში აფეთქებასთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში