ისრაელმა ქალაქ კირიათ შმონადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

20 ოქტომბერი 2023, 14:00 578 ნახვა

ისრაელმა, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირიათ შმონადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და პალესტინის სხვა მოკავშირე დაჯგუფებების დარტყმის საფრთხის გამო, ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებელებში გადანაწილდებიან.

ამ დრომდე რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა რჩება ღაზის სექტორში.

ეგვიპტე-ღაზის "რაფაჰის" გადასასვლელს, სავარაუდოდ, ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა შაბათ-კვირას გადაკვეთს. ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 200-ზე მეტი მოქალაქე რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში