გერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 50 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს

20 ოქტომბერი 2023, 14:15 602 ნახვა

გერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 50 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ანალენა ბერბოკის თქმით, არ მიატოვებენ უდანაშულო პალესტინელ დედებს, მამებსა და შვილებს.  ისრაელსა და ჰამასს შორის ომი უკვე მე-14 დღეა მიმდინარეობს.

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 3700-ს გადააჭარბა. დაიღუპა 21 ჟურნალისტი და 3 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ისრაელის განცხადებით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება.

უწყების ცნობით, ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტზე თავდასხმის დროს მოკლეს 1 ტერორისტი, ასევე ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საზღვაო ძალების წევრი, რომელიც სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

გარდა ამისა, მხოლოდ დღეს დილით ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში