ვითარება ისრაელში

21 ოქტომბერი 2023, 14:58 580 ნახვა

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანები შევიდა. რაფა-ჰის სასაზღვრო გადასასვლელის გამოყენებით ღაზას სექტორში 20-მდე სატვირთომ საკვები, წყალი და მედიკამენტები ჩაიტანა.

ცნობისთვის, რაფა არის მთავარი გზა ღაზის სექტორში შესასვლელად, რომელსაც ისრაელი არ აკონტროლებს. 2.5 მილიონი მცხოვრებისთვის დახმარების მიწოდების მცდელობა ამ დრომდე შეფერხებული იყო.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. ევროპული საბჭოს განცხადებით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს და შარლ მიშელმა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კი ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას.

ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი დილით რამდენიმე ობიექტზე იერიში მიიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში