კვარაცხელიას ორი გოლით "ნაპოლიმ" 1-3 "ვერონა" დაამარცხა

21 ოქტომბერი 2023, 19:11 889 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლის გატანა მოახერხა.
"ნაპოლიმ" გასვლაზე "ვერონა" 1-3 დაამარცხა.

ანგარიში 27-ე წუთზე რასპადორია გადაცემით პოლიტანომ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი პოლიტანომ ხვიჩა კვარაცხელიას გადააწოდა და ქართველმა "ნაპოლის" ტაიმი 0-2 მოაგებინა.

55-ე წუთზე კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ასისტენტი კვლავ მატეო პოლიტანო გახდა.

"ვერონას" მხრიდან ერთადერთი გოლი ლაზოვიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.

ამ დროისთვის ნეაპოლელებს 17 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

გარსიას გუნდი 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში გასვლაზე ბერლინში "უნიონს" დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ს მეათე ტურში კი 29 ოქტომბერს "მილანს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში