რაჭის ტყეებს განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება

21 ოქტომბერი 2023, 20:03 581 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭის ტყეებისა და მიმდებარე სოფლების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაცემას გეგმავს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროცესი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, უკვე დაწყებულია და, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი შევა. საკანონმდებლო ცვლილების მიზანი, რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ, განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნაა. 

დაგეგმილია, ასევე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ინვესტორმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა. სახელმწიფომ, კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ზომა გაატარა და დაიწყო დაჯარიმების პროცესი.

აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მუშაობის დაწყება იმაზე, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები, ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს და ლიცენზიის მოქმედების ვადა გადაიხედოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში