პირველი ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის სექტორში

22 ოქტომბერი 2023, 14:44 570 ნახვა

40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა განთავსებული კარვების ქალაქში ღაზის სამხრეთ ნაწილში. მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე, კარვებში ცხოვრობენ. მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, აუცილებელია ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის პროცესის გაგრძელება.

ცნობისთვის, გუშინ ეგვიპტიდან, რაფა-ჰის გამშვები პუნქტის გავლით, ღაზას სექტორში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. 

ეგვიპტეში დახმარების სახით მედიკამენტები  და სამედიცინო ჯგუფები გააგზავნა თურქეთმაც, რომლებიც ადგილზე ვითარებას შეამოწმებენ და მონაწილეობას მიიღებენ საველე ჰოსპიტლების მოწყობაში რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში