ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე 

23 ოქტომბერი 2023, 14:01 649 ნახვა

ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბრალდების  მხარის მიერ წარმოდგენილი  მოწმეების დაკითხვა. სასამართლომ დღეს იმ სამართალდამცავებს მოუსმინა, რომლებიც ალხანიშვილის ცხედრის პოვნის შემდეგ, მკვლელობის ადგილას  ჩატარებულ   საგამოძიებო ექსპერიმენტში  მონაწილეობდნენ. 

როგორც ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა ჩვენებაში თქვა,  ბრალდებულმა დავით მენაბდემ, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან,  ექსპერიმენტის დროს  მოყვა მკვლელობის ღამის დეტალები. საქმის მთავარ ბრალდებულს ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს  პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ხოლო მის ორ ბიძას  განსაკუთრებით  მძიმე კატეგორიის დანაშაულის  შეუტყობინებლობას.  ერთ-ერთი ბიძა სასულიერო პირია და ის  გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. 

პასუხისგებაშია მიცემული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამაც. გამოძიების ინფორმაციით, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქვეყანა დატოვა და  ის ლონდონში  რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს.

ამ დრომდე არ მომხდარა მისი ექსტრადირება საქართველოში. სასამართლო ასევე  განიხილავს  ცალკე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს. კიდევ სამ პირს გამოძიება მძიმე კატეგორიის დანახულის დაფარვას ედავება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში