არასამთავრობოების   მიმართვა

06 მარტი 2017, 00:00 2507 ნახვა

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. მესამე სექტორი ევროსასამართლოს მოუწოდებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების  მექანიზმი. "ხელმომწერი ორგანიზაციები ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ საკუთრების უფლებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ეს საქმე განიხილებოდა როგორც ორ მესაკუთრეს შორის დავა, დარჩა მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობდა მთავარი ოპოზიციური მედია საშუალების გაკონტროლებას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს მედია პლურალიზმსა და დემოკრატიას საქართველოში," - წერია მიმართვაში.

ამავე კატეგორიაში