მსოფლიო რაგბიმ ფინალის მსაჯები დანიშნა

23 ოქტომბერი 2023, 21:34 665 ნახვა

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს თასის ფინალისა და მე-3 ადგილისთვის მატჩის არბიტრები და მათი ასისტენტები დანიშნა. მათ შორის არის ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელიც. 

მესამე ადგილისთვის მატჩში რომელშიც ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდება მთავარი არბიტრის, ავსტრალიელი ნიკ ბერის პირველი ასისტენტი ქართველი, ნიკა ამაშუკელი იქნება.

ეს იქნება ამაშუკელის მერვე შეხვედრა მიმდინარე მსოფლიო თასზე.ნიკამ ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრაში (ირლანდია-რუმინეთი, იაპონია-ინგლისი, ავსტრალია-პორტუგალია) მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ოთხი მატჩი (სამხრეთ აფრიკა-შოტლანდია, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი – სამოა) ასისტენტის რანგში განსაჯა.

ფინალურ შეხვედრას, რომელიც 28 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება, ინგლისელი არბიტრი, უეინ ბარნსი გაუძღვება.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში