მოჭიდავეების წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე 

24 ოქტომბერი 2023, 10:08 471 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი ანდრო მარგიშვილი ნახევარფინალში მოლდოველ იონ დემიანთან დამარცხდა და დღეს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მარგიშვილის გარდა, შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრები ნიკა ზაქაშვილი, გიორგი გოგრიჭიანი, დავით კოღუაშვილი და სოლომონ მანაშვილი გამოვიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ყველა გამოეთიშა.

დღეს მედლების მოპოვებას კიდევ ხუთი ქართველი ფალავანი შეეცდება. ტირანას ხალიჩაზე ლუკა ღვინჯილია, გოგა ოთინაშვილი, გიორგი ელბაქიძე, ვლადიმერ გამყრელიძე და მერაბ სულეიმანაშვილი გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში