''ჰამასმა'' ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორი მძევალი ქალი გაათავისუფლა

24 ოქტომბერი 2023, 10:58 619 ნახვა

თელ-ავივის იჩილოვის საავადმყოფოს სახურავზე ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, საიდანაც  ორშაბათს საღამოს ჰამასის მიერ  გათავისუფლებული  ორი ისრაელელი ქალი  ჯარისკაცებმა საკაცით სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს. 

ორივე ღაზის საზღვრის მახლობლად  ქმრებთან ერთად გაიტაცეს, რომლებიც ჯერ კიდევ ჰამასის ტყვეობაში რჩებიან. 

ჰამასის განცხადებით, მძევალი ქალები ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მიზეზით გაათავისუფლეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 220-მდე ადამიანი რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში