ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია

24 ოქტომბერი 2023, 14:01 543 ნახვა

დღეს პარლამენტთან ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია იგეგმება ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. ბებუას ოჯახის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის დასახსნელად.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი. 

ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში