საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე - ოლივერ ვარჰეი

24 ოქტომბერი 2023, 20:32 562 ნახვა

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე, ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომლებიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში. საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში