საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 საერთაშორისო კონფერენცია  

25 ოქტომბერი 2023, 11:18 668 ნახვა

საარჩევნო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციაა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის თემა. 25 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ერთმანეთს ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ არჩევნებსა და მასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავენ, ასევე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველო 2024 წელს არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონულად ჩაატარებს, ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება და მასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანია, რადგან გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დეზინფორმაცია არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

სწორედ ამ მთავარ თემაზე ისაუბრებენ კონფერენციის მონაწილეები დღეს და ხვალ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორებიც ცენტრალური და უმაღლესი საარჩევნო კომისიები, ასევე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში