აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით განისაზღვრა, პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს - თორნიკე რიჟვაძე

25 ოქტომბერი 2023, 13:28 640 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მისივე განმარტებით, პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. ის განისაზღვრა 700 მილიონი ლარით და პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. პირველად ხდება, რომ ნაერთი ბიუჯეტის ამ მოცულობით დაიგეგმა 2024 წლის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე შესაბამისი პროგრამები.

ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს საშუალებას, თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც სჭირდება დახმარება, მხარდაჭერა, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება, ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში