რომის პაპი მძევლების გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას მოითხოვს

25 ოქტომბერი 2023, 14:15 481 ნახვა

რომის პაპი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას და  ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების  დაშვებას მოითხოვს.

''ყოველთვის ვფიქრობ პალესტინასა და ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებაზე, მოვუწოდებ მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანისკენ ღაზაში. ვლოცულობ  მათთვის, ვინც იტანჯება, იმედი მაქვს  მშვიდობიანი გზების  პოვნის ახლო აღმოსავლეთში, ტანჯულ უკრაინაში და სხვა ომით განადგურებულ რეგიონებში“ - განაცხადა პაპმა  ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში