საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი

25 ოქტომბერი 2023, 15:04 763 ნახვა

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს, მათ სტრატეგიას 8 წევრისგან შემდგარი კომისია ისმენს.

მაუწყებლის განვითარების საკუთარი ხედვა კომისიას უკვე წარუდგინა ორმა კანდიდატმა: ნატო ასათიანმა და ფირუზ ბოლქვაძემ. ნატო ასათიანმა თავის გამოსვლაში ახალგაზრდების ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება, ფირუზ ბოლქვაძემ კი ისაუბრა მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სამეურვეო საბჭოს წევრობის 8 კანდიდატთა შორის არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი, ასევე მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გიორგი კოხრეიძე.

სამეურვეო საბჭოში ორი ახალი წევრის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, მაუწყებლის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში