საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია

25 ოქტომბერი 2023, 21:31 578 ნახვა

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე დახვდნენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში