„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

26 ოქტომბერი 2023, 10:40 542 ნახვა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი -გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში