27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა

27 ოქტომბერი 2023, 11:30 702 ნახვა

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ უკვე გამოავლინა გამორჩეული პედაგოგები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წელს 30 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული დღე - 27 ოქტომბერს დაწესდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის გამო შეირჩა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, "საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიური პრემია გადაეცემათ", რაშიც სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000-ლარიანი ფულადი ჯილდო იგულისხმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში