ვითარება ისრაელში

27 ოქტომბერი 2023, 11:10 600 ნახვა

ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით მორიგი რეიდი ჩაატარა. ეს ზედიზედ მეორე ღამეა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები ანკლავში სახმელეთო რეიდს ატარებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რეიდში მონაწილეობდნენ ქვეითები, საბრძოლო ინჟინერია და ჯავშანტექნიკის ძალები.

რეიდი ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ რაიონში ჩატარდა, რა დროსაც განხორციელდა დარტყმები „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და სამეთაურო ცენტრებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები განხორციელდა ასევე დაჯგუფების რამდენიმე წევრზე.

არმიაში აცხადებენ, რომ რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდგომ ყველა ისრაელელმა სამხედრომ დანაკარგის გარეშე დატოვა ღაზის სექტორი.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში