პერსონალური მონაცემების დაცვა - შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორთან

27 ოქტომბერი 2023, 11:10 658 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული სიახლეები განიხილეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საუბარი შეეხო მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტს, ასევე რეგულაციის დარღვევისას პასუხისმგებლობის ზომებს.

კანონის ძირითადი ნაწილი 2024 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და იურიდიული კომპანია „ქომერშალ ლოუ სერვისის“ ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში