სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

27 ოქტომბერი 2023, 13:06 503 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის" და ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის" დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე - 1981 წ. დაბადებული შ.ბ. 1994 წ. დაბადებული ჰ.ო. 1998 წელს დაბადებული ჩ.ბ. და 1988 წელს დაბადებული ა.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში