საიუბილეო სიმპოზიუმი თურქეთში

28 ოქტომბერი 2023, 11:15 861 ნახვა

10 წელი შეუსრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტს დუზჯეს უნივერსიტეტში. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თურქეთში საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება, რომელსაც ქართველი ენათმეცნიერები, ისტორიკოსები და ფილოლოგები ესწრებიან.

სიმპოზიუმის მონაწილეები უკვე მეორე დღეა საუბრობენ ქართულ-თურქული კულტურის ურთიერთობებზე, უჩვენეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “სამყარო შეიცანი აჭარიდან“, რომელიც ძირითადად ქართველი ენათმეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და პროფესორის ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრების ეპიზოდებს მოიცავს. მისი წვლილი საკმაოდ დიდია დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დაარსებაში.

მოეწყო გამოფენა, სადაც ქართული კალიგრაფიის ნიმუშების ნახვაა შესაძლებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნება ასევე დუზჯეს ქართული კულტურის დაარსების 25 წელი. 

სიმპოზიუმს ესწრება ასევე ტარიელ ფუტკარაძის მეუღლე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში