“დინამო” ბათუმმა “სამტრედია” დაამარცხა

28 ოქტომბერი 2023, 17:44 645 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტური სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდისა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირდებით დაიწყო.

საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ფავორიტად მოიაზრდებოდა და სტატუსი გაამართლა. ზღვისპირელებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. მესამე და 41-ე წუთებზე თავი ირაკლი ბიძინაშვილმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ ფაცაციამ სტატუს-ქვო მალევე აღადგინა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

მომდევნო ტურში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, ბათუმის დინამო გაგრას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში