საერთაშორისო ფესტივალი ფრენბურთში დასრულდა

29 ოქტომბერი 2023, 11:03 859 ნახვა

დასრულდა ბათუმის სპორტის სასახლის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ფესტივალი ფრენბურთში, რომელშიც ოთხი ქვეყნის 21 გუნდი მონაწილეობდა, ამათგან ათი ვაჟების და თერთმეტი გოგონების.

ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოსთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანისა და ლატვიის გუნდები მონაწილეობდნენ.

აჭარა ტურნირზე ოთხი გუნდით იყო წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმის ორი, ხულოსა და ქობულეთის გუნდები. ასპარეზობა ჯგუფური სისტემით ჩატარდა, რომლის შემდეგ ჯერ პლეი-ოფები, შემდეგ კი ფინალები გაიმართა. გოგონათა შორის ტურნირის ჩემპიონი ქუთაისის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ბათუმი“ დაამარცხა. მესამე ადგილზე ერევნის გუნდი გავიდა, რომელმაც გორელ თანატოლებს მოუგო.

ვაჟთა შორის თბილისის „გორდამ“ ფინალში ერევნის ჭაბუკთა ნაკრებს მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი „ბათუმმა“ აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში