აშშ ისრაელში ან ღაზაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს - კამალა ჰარისი

30 ოქტომბერი 2023, 10:17 515 ნახვა

ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები ისრაელში ან ღაზის სექტორში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.

კამალა ჰარისის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, მაგრამ არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი.

მისივე თქმით, პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამროკვევას და ომის წესები დაცული უნდა იყოს.

"ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევას და ღირსებას, და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ომის წესების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ჰარისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში