წყალი გრაფიკით აგრარულ ბაზარში

06 მარტი 2017, 00:00 3123 ნახვა

ბათუმი აგრარული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი, ამბობს რომ ბოლო რამდენიმე დღეა, გამრიცხველიანების გამო წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. უწყლოობის გარდა, მათი ნაწილი ინდივიდუალური მრიცხველის დადგმასაც აპროტესტებს. ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ. ბაზრის მენეჯმენტში ირწმუნებიან, რომ გამრიცხველიანება, უახლოეს პერიოდში დასრულდება, წყალი კი, იმას ექნება, ვისაც გადახდის საშუალება აქვს.

ამავე კატეგორიაში