აეროპორტის არეულობაში მონაწილე 60 ადამიანი დააკავეს

30 ოქტომბერი 2023, 10:04 549 ნახვა

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  მახაჩკალის აეროპორტში ანტისემიტური არეულობის დროს 60 ადამიანი დააკავეს.  გამოვლენილია არეულობის 150-ზე მეტი აქტიური მონაწილე, მათგან 60 დააკავეს და შემდგომი გამოძიებისთვის პოლიციაში გადაიყვანეს.

უკანონო ქმედებების შედეგად დაშავდა 9 პოლიციელი, მათგან ორი საავადმყოფოშია.  დაღესტნის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აეროპორტში არეულობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

გუშინ შექმნილ ვითარებაზე ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. დაფიქსირდა მრავალი ფაქტი, გაკეთდა ფოტო და ვიდეოჩანაწერი. ამიტომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა-განაცხადა მელნიკოვმა.

კვირას პალესტინის მხარდამჭერი ათობით ადამიანი მახაჩკალას აეროპორტის შენობასა და ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა, ცდილობდა ხელი შეეშალა ისრაელიდან ლტოლვილების" დაღესტანში შესვლას, რომლებიც გავრცელებული ხმების თანახმად, მახაჩკალაში უნდა ჩაფრენილიყვნენ.

ოფიციალური მონაცემებით, არეულობის დროს დაშავდა 20 ადამიანი, ორის მდგომარეობა მძიმეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში