ყაზახეთში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული

30 ოქტომბერი 2023, 10:01 610 ნახვა

ყაზახეთში ქვანახშირის მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. მაღაროს ოპერატორმა კომპანიამ მეთანის აფეთქების შემდეგ კოსტენკოს მაღაროში  მყოფი 252 ადამიანიდან 206 ევაკუირება შეძლო.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ყარაგანდაში ქვანახშირის მოპოვების მთავარ ცენტრში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამაშველო ოპერაციები ელექტროენერგიის გათიშვისა და დაზიანებული აღჭურვილობის გამო შეფერხდა.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება გახდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში