რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება

30 ოქტომბერი 2023, 13:08 537 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პეკინში გამართულ სამხედრო ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის  უკრაინის კრიზისის პოსტკონფლიქტური დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებისთვის.

ჩინეთის სამხედრო დიპლომატიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიანშანის ფორუმზე გამოსვლისას შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის დასავლეთთან შემდგომი თანაცხოვრების შესახებ.

შოიგუს თქმით,  ნატოს ქვეყნები სამხედრო კონტინგენტის გაზრდით და სამხედრო წვრთნების სიხშირითა  და მასშტაბებით ხელს უწყობენ შეიარაღების რბოლას რეგიონში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში