პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

30 ოქტომბერი 2023, 17:49 656 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − პეტრ კუბერნატს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში