ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა

30 ოქტომბერი 2023, 22:02 1034 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მე-17 ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ "ოქროს ბურთის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება პარიზში იმართება, პრეტენდენტთა შორის იყო „ნაპოლიში“ ქართველის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში