ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით - ისრაელის თავდაცვის სამინისტრო

31 ოქტომბერი 2023, 10:02 598 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  "ჰეზბოლას" მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე ქვემეხებითა და რაკეტებით დაბომბვის საპასუხოდ, ლიბანის სამხრეთ ნაწილში იერიში მიიტანეს ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ქმედება ჩრდილოეთ ისრაელზე ნაღმმრტყორცნებისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოა.

განადგურებულია იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები. პარალელურად, ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ებრაულმა შენაერთებმა რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს, „ჰამასი“ კი აცხადებს, რომ ისრაელს ღაზის სექტორში შეჭრის წარუმატებელი მცდელობები ჰქონდა და მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე მოახერხეს შეღწევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში