საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა 

31 ოქტომბერი 2023, 10:01 539 ნახვა

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე B ჯგუფში მესამე თამაშიც მოიგო. 10:1 დაამარცხა ირლანდიის ნაკრები და მერვედფინალში უდანაკარგოდ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბესარიონ არველაძის გუნდმა 6:0 სძლია გვატემალას, ხოლო შემდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მექსიკაც დაამარცხა 2:1.  

საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში მასპინძელს, A ჯგუფის მეორეადგილოსან საამიროების ნაკრებს შეხვდება. ეს მატჩი პირველ ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში