საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოდერნიზების პროცესის წარმატებისთვის, ამ ფონზე, კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებზე დეზინფორმაციის გავრცელება - ცესკო

31 ოქტომბერი 2023, 11:54 575 ნახვა

საარჩევნო ტექნოლოგიები რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე გამოიყენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ასეთია დასკვნა, რომელიც ელექტრონული საშუალებების აუდიტის ანგარიშის შედეგად გამოქვეყნდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ცესკო ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად, თუმცა მისივე თქმით, ამ ფონზე, უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.

„არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად. ამ ფონზე კი, უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. სახეზეა საარჩევნო პროცესისა და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის და იმ წარმატებების გადაფარვის მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარებული აუდიტის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გაიმართა – განახადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, კომპანიას Pro V&V სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში