ლევან დავითაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ჭორი და სინამდვილეს არ შეესაბამება - რატი ბრეგაძე

31 ოქტომბერი 2023, 12:58 458 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

რატი ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთში ვიზიტისას ლევან დავითაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა შეხვედრა და რამდენად მისაღებია ეს ყველაფერი, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა: „რაიმე სახის შეხვედრაზე ყოფნა ლევან დავითაშვილისა ვლადიმერ პუტინთან, რასაც თქვენ ბრძანებთ, არის ჭორი, არ შეესაბამება სინამდვილეს“.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია, რომ ერთად ვახშმობდნენ დავითაშვილი და პუტინი და ასეთ ვითარებაში თავად როგორ მოიქცეოდა, ბრეგაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე მოიქცეოდა ეტიკეტის შესაბამისად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში