რამზან კადიროვმა ძალოვნებს მიმართა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, არეულობის მონაწილეებს ტყვია შუბლში ესროლონ

31 ოქტომბერი 2023, 14:05 631 ნახვა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უსაფრთხოების ძალებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააკავონ არეულობის წამქეზებელი პირები და თუ პირი სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირებას არ მოახდენს, მეოთხე ტყვია შუბლში ესროლონ.

„ ჩვენთან თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე, დააპატიმრეთ ის ან ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეთ, ამის შემდეგ, თუ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხედ შუბლში ესროლეთ. მეტს აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა“, – განაცხადა კადიროვმა.

ეს განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას მაჰაჩყალაში თელ-ავივიდან რეგულარული რეისის ჩასვლასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. არეულობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დააკავეს 83 ადამიანი. აღძრულია საქმე მასობრივი არეულობების შესახებ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში