ჰამასის ტყვეობაში 224 ისრაელელი რჩება-ჰაგარი

31 ოქტომბერი 2023, 14:46 603 ნახვა

ისრაელის არმიის  ოფიციალური წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰამასის თავდასხმის შემდეგ მძევლების რაოდენობამ 224-ს მიაღწია და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 7 ოქტომბერს  პალესტინელი ბოევიკები ღაზის საზღვართან  მდებარე ისრაელის სოფლებში შეიჭრნენ და სასტიკი თავდასხმის შედეგად მოკლეს ათას 400 ადამიანი და გაიტაცეს 200-ზე მეტი. ჰამასმა სამი მძევალი ქალის ვიდეოკადრები გაავრცელა.ელენა ტრუპანოვი,დანიელა ალონი და რიმონ კირშტი ისრაელის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მათი ტყვეობიდან დახსნას  მოითხოვენ. „ჰამასმა“ დღემდე 5 მძევალი გაათავისუფლა - ამერიკელი დედა-შვილი, ორი ხანდაზმული ქალი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში