ქობულეთში სოფელ ალამბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

31 ოქტომბერი 2023, 22:32 1203 ნახვა

ამ საღამოს, ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცეცხლაძეების 5-წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის ნახევარი დაენგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ სახლის ნგრევა მიწისძვრამ გამოიწვია. მათივე თქმი, მცირე ბიძგები იგრძნეს სოფელში. 

მომხდარზე სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლაძეების საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში არ დგას. 

შემთხვევის ადგილას, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ. ცეცხლაძეების ოჯახი დღეს ღამეს ნათესავის სახლში გაათევს. 

როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, ცეცხლაძეების ოჯახის მდგომარეობას სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე განიხილავენ და შესაბამისი დახმარება გაეწევათ. კონკრეტულად ოჯახი, ან ფინანსურ დახმარებას მიიღებს ან ადგილმონაცვლეობით დააკმაყოფილებენ, თუმცა ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა გეოლოგიური სამსახური კონკრეტულ დასკვნას დადებს და შეისწავლის ადგილზე ვითარებას. ამჟამად ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც მერიის პრესამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში