„მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“

01 ნოემბერი 2023, 12:04 616 ნახვა

„მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.  რეფორმები, რომლებიც ამ მიმართულებით  ბოლო წლებში პენიტენციური და პრობაციის  სისტემებში განხორციელდა საერთაშორისო კონფერენციაზე შეჯამდა.

პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს პრემიერმა იუსტიციის მინისტრთან ერთად გააცნო მიღწეული პროგრესი და როგორც ითქვა, ღონისძიება ასევე შესაძლებლობას ქმნის საქართველომ გაიზიაროს წამყვანი ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაც. კონფერენციას 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა.

მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი, სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში