ბათუმი-ხულოს გზაზე 2 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება

01 ნოემბერი 2023, 12:08 768 ნახვა

დღეიდან ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიზეზად ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

ორი თვის განმავლობაში მოძრაობის აკრძალვა დილის 10-დან პირველ საათამდე, ასევე ორიდან ხუთ საათამდე იმოქმედებს და ავტომობილებს გადაადგილების უფლება შემოვლითი გზით ექნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში