რუსთავი   2-ის  საქმე

07 მარტი 2017, 00:00 2540 ნახვა

ტელეკომპანია ''რუსთავის 2- ის'' იურისტების შუამდგომლობაზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. ადვოკატები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების  მექანიზმის გახანგრძლივებას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტელეკომპანიის მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. გუშინ სტრასბურგის სასამართლოს ქიბარ ხალვაშმაც მიმართა. ის  საქმეში მესამე მხარის სტატუსით ითხოვს ჩართვას. დღეს "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. უზენაეს სასამართლოსთან ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა მხარდამჭერებმა სასამართლოს მიერ, "რუსთავი2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 

ამავე კატეგორიაში