ისრაელის არმიამ ჰამასის თავდასხმისას გამოყენებული იარაღი და საბრძოლო მასალა წარმოადგინა

02 ნოემბერი 2023, 10:58 591 ნახვა

ისრაელის არმიამ 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთ დასახლებებში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ჰამასის ბოევიკების მიერ გამოყენებული   იარაღი და საბრძოლო მასალა წარმოადგინა.   ამოღებული იარაღი მოიცავდა ჰამასის რეაქტიულ და თერმობარულ ყუმბარებს, რაკეტებს და სხვა იარაღს.   ისრაელის ტანკები ღაზაში საჰაერო დარტყმების შემდეგ უკვე  ოთხი დღეა  სახმელეთო ოპერაციას ატარებენ.

ისრაელის არმიის  განცხადებით,  მისმა ძალებმა ბოლო დღის განმავლობაში დაარტყეს ჰამასის 300-მდე სამიზნეს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და რაკეტების გამშვებ პუნქტებს. ჰამასის წინააღმდეგ ომში ისრაელმა უკვე 16 ჯარისკაცი დაკარგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში