ისრაელის არმია ღაზის სექტორში სამიზნეებს ანადგურებს

02 ნოემბერი 2023, 10:10 494 ნახვა

გასულ ღამით ქალაქ  ღაზაზე  საჰაერო თავდასხმები განაგრძო  ისრაელის თავდაცვის ძალებმა, რომელიც მიზნად ისახავს  ჰამასის მებრძოლებისა და მათი ინფრასტრუქტურის განადურებას.  ისრაელმა ისევ დაბომბა მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორი ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  ჰამასის ისრაელის სამხრეთ ნაწილში მოულოდნელი და ყველაზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 8 ათას 796 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 3 ათას 648 ბავშვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში