ისრაელის პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს

02 ნოემბერი 2023, 10:01 509 ნახვა

ისრაელის პრეზიდენტმა ებრაული და არაბული წარმოშობის თანამემამულეებს მოუწოდა იყვნენ ერთიანები და მტკიცენი, როცა  მათი ქვეყანა ღაზის სექტორში პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ  სამხედრო ოპერაციას ახორციელებს.

ჰერცოგმა ისრაელელები გააფრთხილა, რომ მტერი ცდილობს ქვეყნის ებრაულ  უმრავლესობასა და მის არაბულ უმცირესობას შორის სიძულვილის გაღვივებას.

პრეზიდენტმა ისრაელელებს  მოუწოდა არ მოექცნენ პროპაგანდის  ქვეშ და შეინარჩუნონ სამოქალქო მშვიდობა და კარგი ურთიერთოებები ერთმანეთთან. ეთნიკური არაბები ისრაელის მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში