კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - რატი ბრეგაძე

02 ნოემბერი 2023, 14:18 780 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

მისივე განცხადებით, დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელი მიესჯებათ.

"მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

 

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს“, - წერს რატი ბრეგაძე.

ცოტა ხნით წინ, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ბადრაგიც, რომელიც პატიმრების კლინიკაში გადაყვანაზე იყო პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში