„არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის თასს გამოეთიშნენ

02 ნოემბერი 2023, 13:33 543 ნახვა

ინგლისის ლიგის თასზე მერვედფინალები გაიმართა და მეოთხედფინალისტებიც გაირკვა. ასპარეზობას გამოეთიშნენ „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

„არსენალი“ ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემთან“ 1:3 დამარცხდა. კრიზისი გრძელდება „მანჩესტერ იუნაიტედში“. „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრაში „იუნაიტედი“ „ნიუკასლთან 0:3 დამარცხდა.

მეოთხედფინალში ითამაშებს „ლივერპული“, რომელმაც „ბორნმუთს“ 2:1 მოუგო და „ჩელსი“ რომელმაც „ბლექბერ როვერსი“ 2:0 დაამარცხა.

ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „ლივერპულის“, „ვესტ ჰემის“, „ჩელსის“ და „ნიუკასლის“ გარდა, „ევერტონი“, „ფულჰემი“, „მიდლსბრო“ და „პორტ ვეილი“ გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში